გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

არ ჩქარობენ, რომ არ გაუმიზეზდეს - სიგუამ ბაზელში ვარჯიში განაახლა

Crystalsport-ის ცნობით, „ბაზელის’’ ქართველმა ფეხბურთელმა გაბრიელ სიგუამ ტრავმა მოიშუშა, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერ თამაშებში მონაწილეობას არ იღებს.

გუშინ „ბაზელმა’’ ამხანაგური მატჩი „ფიურტთან’’ გამართა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. მთავარი მწვრთნელი ფაბიო სელესტინი მის დაბრუნებას ჯერ არ რისკავს, მწვრთნელები არ ჩქარობენ, მოშუშებული ტრავმა რომ არ გაუმიზეზდეს.

შვეიცარიის ჩემპიონატი მალე განახლდება, „ბაზელი’’ ჯერ „ციურიხს’’ ესტუმრება (21 იანვარი), შემდეგ კი „იანგ ბოიზს’’ მიიღებს (27 თებერვალი). სავარაუდოდ, ამ მატჩებს ქართველი ნახევარმცველი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

გასულ ზაფხულში თბილისის „დინამომ'' 18 წლის გაბრიელ სიგუა „ბაზელში'' გაყიდა. სიგუამ „ბაზელში'' 10 მატჩი ჩაატარა (4 სასტარტოში) და 2 გოლი შეაგდო. სიგუამ გუნდი „ციურიხთან'' მარცხისგან იხსნა, „იანგ ბოიზთან'' კი მისმა გოლმა გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები