კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს დედა: 10 მილიარდის აღება, რომ შეგვეძლოს ავიღებდით

კილიან მბაპეს დედამ პსჟ-სთან 2022 წელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

იმ დროს მბაპეს შეეძლო პარიზული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეტოვებინა და „რეალში“ გადასულიყო, მაგრამ მან კონტრაქტის გახანგრძლივება ამჯობინა.

„ეს მილიონებია. ამაში დანაშაული და სირცხვილი არაფერია. 10 მილიარდის აღება რომ შეგვეძლოს, ავიღებდით, რადგან სისტემა ასე მუშაობს“,

- თქვა ფაიზა ლამარიმ Envoyé Spécial-ის შოუში.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ისევ ეწურება. მას უკვე შეუძლია დაინტერესებულ კლუბებთან თავისუფალი აგენტის სტატუსით ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს. „რეალი“ ამაზე უკვე მუშაობს.

კილიანის დედის კომენტარი ბევრ რამეზე მეტყველებს. სავარაუდოდ, ამჯერადაც მბაპეს ტრანსფერის ირგვლივ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდება.

25 წლის მბაპემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 16 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი: ხვიჩას აქვს ის, რაც ბევრ ქართველს არ ჰქონდა  და კარიერა გაინადგურეს
აზაროვი: ხვიჩას აქვს ის, რაც ბევრ ქართველს არ ჰქონდა და კარიერა გაინადგურეს