გიორგი ქინქლაძე
Aa
Aa

ქინქლაძე: “ლეგენდების მატჩში მონაწილეობას მეც მივიღებ“

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ბათუმში ლეგენდების მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ლეგენდები „ინტერის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის ორივე გუნდის ოფიციალური შემადგენლობა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ვიგებთ, რომ ლეგენდების მატჩში მონაწილეობას გიორგი ქინქლაძე მიიღებს. ამის შესახებ თავად ყოფილმა ფეხბურთელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

ქინქლაძე:

„ბათუმში გასამართ ლეგენდების მატჩში მეც მივიღებ მონაწილეობას და სიამოვნებით ვუერთდები GEO11-ის გუნდს. ბოლოს, როცა ბათუმში ვითამაშე, მოლდოვის ნაკრებს გავუტანე და იმედი მაქვს ინტერთანაც იგივეს გავაკეთებ“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo: სიტის კარგი შანსი აქვს კვარა შეიძინოს
FourFourTwo: სიტის კარგი შანსი აქვს კვარა შეიძინოს