გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და ხარიხა | უოტფორდმა სტოკთან ქულები გაიყო

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიპის 25-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ კედლებში „სტოკს“ დაუპირისპირდა. „კრაზანები“ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე, ჯეიკ ლივერმორმა გახსნა. „ჩაკვეს“ კუთხურის შემდეგ, რაიან პორტეუსმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და სტუმართა კარი ლივერმორმა აიღო. „სტოკმა“ წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინა და თავი რაიან მეიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, ჩაკვეტაძის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. 52-ე წუთზე, „უოტფორდი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა და ქულის გადარჩენა მოახერხა.

ჩაკვეტაძემ 78 წუთი ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგიმ 3 საკვანძო პასი გააკეთა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 13-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო და მისი 35 გადაცემიდან ზუსტი 27 გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ 72-ე წუთზე, „ჩაკვე“ გააფრთხილეს.

ამრიგად, „უოტფორდს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან და მომდევნო მატჩი 1-ელ იანვარს, „პლიმუთთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას წინააღმდეგ“ | როგორ შეაფასა იტალიურმა პრესამ ხვიჩას თამაში
„კვარა ყველას წინააღმდეგ“ | როგორ შეაფასა იტალიურმა პრესამ ხვიჩას თამაში