გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მასზე 2024 წელსაც ბევრს ვილაპარაკებთ“ | რას წერს DeporteValenciano მამარდაშვილზე

ესპანურმა გამოცემამ, DeporteValenciano-მ „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და ქართველი ფეხბურთელის თამაშზე ისაუბრა. DeporteValenciano-ს მიხედვით, „ღამურები“ ძალიან დაბალ დონეზე არიან, მაგრამ „მამარდა“ გუნდის ერთ-ერთი მთავარი აქტივი მაინც გახდა.

„დღევანდელი ვალენსია ახალგაზრდა ადამიანების სიმამაცის, რუბენ ბარახას სიმშვიდისა და გიორგი მამარდაშვილის წყალობით ცოცხლობს. ქართველი ფეხბურთელი გუნდის ნომერ პირველი მეკარე და ყველაზე დიდი აქტივია. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი გაფორმება ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო. მამარდაშვილს გუნდი უამრავჯერ გადაურჩენია და არის მეკარე, რომელსაც ღამურებისთვის ქულები მოაქვს.

გასულ ზაფხულში, მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, სპეკულაციები დაიწყო. ვალენსიამ მოცდა და მისი შენარჩუნება გადაწყვიტა, მაგრამ ჩეს დიდი დრო არ დასჭირდება, რათა მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაჩარხოს. მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება იმატებს და ის იმ მეკარეთა შორისაა, რომლებსაც ევროპულ ფეხბურთში ყველაზე დიდი მომავალი აქვთ. მამარდაშვილი ვალენსიას ძალიან დააკლდება და მის საიმედო შემცვლელზე, რომელიც ჯერჯერობით გუნდს არ ჰყავს, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ.

საჭიროა დავასახელოთ მამარდაშვილის სუსტი მხარეებიც, რომლებიც გამოსვლებზე თამაში, ფეხით თამაში და პენალტების მოგერიება გახლავთ. 2023 წელს, მან უამრავი სეივი და ბევრი საოცარი ასპარეზობა გვაჩვენა. გიორგი რუბენ ბარახას გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მასზე 2024 წელსაც ბევრს ვილაპარაკებთ“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ღირებულება 30 მილიონი ევროა. ესპანეთის ლა ლიგაში მასზე ძვირად მხოლოდ ტიბო კურტუა, იან ობლაკი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა
გოგას ეფექტური ჩატენვები და 10 ქულა | ორლანდომ ვაშინგტონი დაამარცხა