ჟოზე მოურინიო, სერხიო რეგილონი
Aa
Aa

შემწვარი გოჭი აჩუქა | როგორ გაახარა ჟოზემ სერხიო რეგილონი

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, სერხიო რეგილონმა, რომელიც იჯარის წესით „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. ესპანელმა უკანახაზელმა „განსაკუთრებულთან“ დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაგვიზიარა და შობის ერთ-ერთი დღესასწაული გაიხსენა.

„ჟოზე მოურინიოზე უამრავი საოცარი ისტორიის მოყოლა შემიძლია. მახსოვს, შობის დღეს, იცოდა, რომ მარტო ვიყავი და გადაწყვიტა ჩემთვის საჩუქარი გაეკეთებინა. 25-ში ვარჯიში გვქონდა და გასახდელში დიდი ყუთი დამხვდა. გავხსენი და დავინახე, რომ შიგნით შემწვარი გოჭი იდო.

მოურინიოს როცა შევხვდი, მითხრა: „ვიცი, რომ შობას მარტო ხვდები. ამ საჩუქრის გამო, სადილის მომზადება არ მოგიწევს და თან, გემრიელადაც შეჭამ“.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „ტოტენჰემში“ 2019-დან 2021 წლამდე მუშაობდა. „დეზების“ დატოვების შემდეგ, მან „რომას“ მიაშურა, სადაც დღემდე დასაქმებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ფასად მიქაუტაძეზე და აკპომზე უკეთესი ფეხბურთელის ყიდვა შეეძლოთ“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი
„ამ ფასად მიქაუტაძეზე და აკპომზე უკეთესი ფეხბურთელის ყიდვა შეეძლოთ“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი