„ამ ფასად მიქაუტაძეზე და აკპომზე უკეთესი ფეხბურთელის ყიდვა შეეძლოთ“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი
ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf-ის ჟურნალისტმა, მაიკ ვერვეიმ პოდკასტ Kick-off-ის ეთერში „აიაქსი“ ზაფხულში გატარებული სატრანსფერო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.
რას ამბობს ვერვეი:
გუნდისთვის კარგი იქნებოდა ზირკზეს შეძენა, მაგრამ თუ გახსოვთ, ამავე გადაცემაში ვამბობდი, რომ ის აქ არ ჩამოვიდოდა. მან აგენტი შეიცვალა, რომელმაც გზა ბოლონიისკენ გაუხსნა. ზაფხულში მის აგენტთან სატელეფონო საუბარი მქონდა, რომელმაც მითხრა, რომ „აიაქსთან“ საუბრები ჰქონდათ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მის მაგივრად, მიქაუტაძე აკპომი იყიდეს, მაგრამ ამ ფასად უკეთესი ფეხბურთელების ყიდვა შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, 15 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა, მცირე სათამაშო დროის გამო დიდი ალბათობით ის თავის ყოფილ კლუბს, „მეცს“ შეუერთდება. ტრანსფერი რამდენიმე დღეში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ უნდა განხორციელდეს.