ხვიჩა კვარაცხელია, რობერტ ლევანდოვსკი, ვიქტორ ოსიმენი, ლორან ბლანი
Aa
Aa

„ოსიმენი ჩემპიონია, კვარაც არ უნდა დაგვავიწყდეს“ | ბლანი ბარსელონა-ნაპოლიზე

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. ბლანმა ყურადღება „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზე გაამახვილა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„ნაპოლიმ სკუდეტოს მოგებით რაღაც არაჩვეულებრივი გააკეთა და წარმატებას ლუჩანო სპალეტის წყალობით მიაღწია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელია. საკუთარი სიძლიერის ახალ სეზონში დამტკიცება მარტივი არასდროსაა, მაგრამ ნაპოლიმ აჩვენა, რომ დიდი კლუბია. ბარსელონას რაც შეეხება, ფინანსური გადმოსახედიდან, ბლაუგრანას რთული პერიოდი უდგას. ნეაპოლში დაცვითი კულტურა აღმოვაჩინე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იტალიელები სულით მცველები იბადებიან. ბარსელონა ესპანური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ღირებულებების მატარებელი გუნდია და უფრო შემტევ და კრეატიულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ იტალიური დაცვის გადალახვა მოუწევს. ბევრს არაფერს ვიტყვი და ვფიქრობ, საოცარი სანახაობა გველოდება.

ვიქტორ ოსიმენისა და რობერტ ლევანდოვსკის დაპირისპირება? ოსიმენი ფენომენალური ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა კატეგორიას მიეკუთვნება. ვიქტორი ახალგაზრდაა, დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია და ყველაფერი აქვს, რათა ლევანდოვსკის მსგავსად, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. რობერტი კარიერის დასკვნით ეტაპზე იმყოფება და საინტერესო დუელს ვიხილავთ. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ფეხბურთელები, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ასევე ტოპ დონის მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „ბლაუგრანას“ 21 თებერვალს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS ფროზინონე | იქნებიან თუ არა კვარაცხელია და კვერნაძე სასტარტოში
ნაპოლი VS ფროზინონე | იქნებიან თუ არა კვარაცხელია და კვერნაძე სასტარტოში