ნიუკასლი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ინგლისური გუნდების ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონი ინგლისური კლუბებისთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ტურნირზე მონაწილე 4 გუნდიდან პლეი-ოფში თამაშის უფლება ორმა მოიპოვა, ორიც კი მე-4 ადგილზე გავიდა, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა.

მომდევნო ეტაპზე „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ გავიდნენ, რომლებმაც საკუთარ ქვე-ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ნიუკასლმა“ კი ევროპა ლიგის სონაშიც კი ვერ შეძლეს მოხვედრა.

„წითელმა ეშმაკებმა“ A ჯგუფში 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგეს, ერთიც ფრედ დაასრულეს, 4-ში კი დამარცხდნენ, „ნიუკასლმა“ კი სიკვდილის ჯგუფად შერაცხულ F ჯგუფში, რომელშიც მეტოქეები „ბორუსია დორტმუნდი“, პსჟ და „მილანი“ იყვნენ, ასევე ერთი შეხვედრის მოგება შეძლეს, თუმცა, ორ შემთხვევაში მატჩი ფრედ დაასრულეს.

აქამდე, ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ სამჯერ დაიკავეს ბოლო ადგილი. პირველი შემთხვევა 1995/96 წლებში იყო, როდესაც ბოლო ადგილზე „ბლექბერნი“ გავიდა. 2005/06 წლების სეზონებში მე-4 ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიკავა, ბოლოს კი მსგავსი შედეგი 2012/13 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ გაიმეორა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები