ანტონი, იააპ სტამი
Aa
Aa

ანტონის საშინელი სტატისტიკა | სტამს მიაჩნია, რომ მანჩესტერის დონის არაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, იაპ სტამმა ანტონიზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა უკანახაზელმა ბრაზილიელი გარემარბი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „წითელი ეშმაკების“ დონის ფეხბურთელი არაა.

„იმის გათვალისწინებით, რაც ვნახე, ანტონი არაა იმ დონის ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს შეეფერება. ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება, გაუჭირდეს და ახალ გუნდში რთული პერიოდი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გვაჩვენოს, რომ სხვადასხვა კომპონენტში მომატება შეუძლია.

ანტონის რომ დააკვირდეთ, ვერ დაინახავთ კომპონენტს, რომელშიც მას პროგრესის მიღწევა შეუძლია. იგი ახალ დონეზე ვერ გადავა, რათა პრემიერ ლიგის იმ გარემარბების გვერდით დადგეს, რომლებიც განსხვავებას ქმნიან“.

ცნობისთვის, ანტონის მიმდინარე სეზონში საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მას 1013 წუთი აქვს ნათამაშები და საგოლე გადაცემა ან გოლი არ გაუფორმებია. ბოლო 25 შეხვედრას თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ მას „წითელი ეშმაკების“ მაისურით მხოლოდ 1 ასისტი აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის გარდა ყველამ მოუკლო“ | სანტიაგო კანისარესმა ვალენსიას ჩავარდნაზე ისაუბრა
„მამარდაშვილის გარდა ყველამ მოუკლო“ | სანტიაგო კანისარესმა ვალენსიას ჩავარდნაზე ისაუბრა