ხვიჩაზე ცუდი შედეგი მხოლოდ ვლაჰოვიჩს აქვს | პრობლემები დამაგვირგვინებელ ფაზაში
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere del Mezzogiorno-მ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. Corriere del Mezzogiorno-მ საინტერესო სტატისტიკა მოიყვანა, რომლითაც გვაჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში, „კვარას“ დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები აქვს.
„სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას მხოლოდ 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული და ტოპ 10-შიც არ იმყოფება. სამაგიეროდ, პირველია დარტყმების რაოდენობით (48), მაგრამ მეათე - ზუსტი დარტყმებით (12).
რაც მთავარია, ხვიჩამ 15 შეხვედრაში 6 ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა, ეს კი მეორე ყველაზე ცუდი შედეგია. მასზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ დუშან ვლაჰოვიჩს აქვს და ეს დასტურია ეფექტურობის ნაკლებობისა, რომელიც ქართველს გადაწყვეტილების მიღების პროცესისას აქვს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. არის ალბათობა, რომ „პარტენოპეი“ ჯგუფში ჩარჩეს და ცუდი სეზონი კატასტროფულად იქცეს.