„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  18:17

„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინს „კვარას“ სათამაშო ფორმაზე ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ შემტევს ჩავარდნა არ აქვს.

„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა? კვარაცხელიას თამაშისთვის არ მოუკლია. მიმდინარე სეზონში, ნაპოლის კონკრეტული პრობლემები აქვს და ეს ხვიჩას ბრალი არაა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ, გუნდი ცოტათი არეულია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა“.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 24 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე „იუვენტუსია“. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 33 ქულა აქვს და ლიდერ „ინტერს“ 2 ქულით ჩამორჩება. „ბიანკონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება.

კვარაცხელიას რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში მას მონაწილეობა 18 შეხვედრაში აქვს მიღებული. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, სერია A-ში კი მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ბალოტელის ნაპოლიში თამაში სურს, თუმცა დე ლაურენტისი შანსს არ აძლევს
კასანო: ბალოტელის ნაპოლიში თამაში სურს, თუმცა დე ლაურენტისი შანსს არ აძლევს