საქართველოს 19-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ელიტ რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა 19-წლამდე ნაკრები მე-5 ჯგუფში მოხვდა, მეტოქეები კი იტალიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან.

ელიტ რაუნდის მასპინძელი იტალიის ნაკრები იქნება, შეხვედრები კი 20-26 მარტს გაიმართება, ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები