ნაპოლი, მარიო ბალოტელი, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარააცხელია
Aa
Aa

“ზომერის მოგერიება 9-ქულიანი იყო“ - ბალოტელიმ კვარას ეპიზოდი გაიხსენა

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლი“ „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა. მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მარიო ბალოტელი გამოეხმაურა.

რა თქვა ბალოტელიმ?

„იან ზომერის კვარაცხელიას დარტყმულის მოგერიება 9-ქულიანია. აჩერბის და ოსიმენის ეპიზოდი? ასეთი პენალტი ჩემთვის, რომ არ დაენიშნათ ნამდვილად გავგიჟდებოდი. ძალიან გავგიჟდებოდი!! შეხება მსუბუქი იყო, მაგრამ ის ბურთს არ შეხებია. როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ პენალტი არ იყო? აჩერბის ფეხი ვიქტორის ტერფს ხვდება და ჩემთვის ეს სუფთა პენალტია.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში 24 ქულა დარჩა და მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.

რაც შეეხება მატჩის არბიტრს, დავიდე მასას პრობლემა არ შეჰქმნია. მას არ დასჯიან. იტალიური მედიის ინფორმაციით, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ დავიდე „ნაპოლის“ თამაშებს აღარ იმსაჯებს.

ცნობისთვის, სერია ა-ს მორიგ ტურში „პარტენოპეი“ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 8 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია უნდა გაიკეთოს - ტერ შტეგენი ბარსას დიდი ხნით დააკლდება
ოპერაცია უნდა გაიკეთოს - ტერ შტეგენი ბარსას დიდი ხნით დააკლდება