გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„ყველა შენაძენი წარუმატებელი იყო“ - ნიდერლანდელი სპეციალისტი აიაქსზე

ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი და შემდგომში ცნობილი მწვრთნელი, გერტიან ვერბეკი Voetbalzone-სთან ინტერვიუს დროს „აიაქსის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს და კლუბის ხელმძღვანელებს ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერების გამო აკრიტიკებს.

რას ამბობს ვერბეკი:

აიაქსის ამჟამინდელ შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხულში არც ერთი შენაძენი არ აღმოჩნდა წარმატებული - სუტალო, ტაჰიროვიჩი, მიქაუტაძე... ამ წუთში „აიაქსში“ არც ერთი მათგანი არ ჯდება.

ასევე, იმედგაცრუებული ვარ იმ ფეხბურთელების თამაშით, რომლებიც კლუბში დიდი ხანია არიან - ბერხუისი, ბერგვინი... ერთადერთი პოზიტივი ამ დროისთვის მხოლოდ ბრაიან ბრობია. წარსულში ვფიქრობდი, რომ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე მატჩებს სრულად ვერ ჩაატარებდა, მაგრამ ახლა აზრი შემეცვალა.

თუმცა, ვფიქრობ, რომ „აიაქსისთვის“ ადრე, თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება. ეს კლუბი ფეხზე წამოდგომას ყოველთვის ახერხებს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ფინანსები. წამოდგომას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, სანამ კლუბი აქამდე მივა, უმჯობესი იქნება სიმშვიდე შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, კლუბს კი მისი ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 244 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ
„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ