ვახტანგ სალია
Aa
Aa

„ყურადღება ქართველი მარგალიტისკენ“ - ბეტისი 16 წლის სალიას უმიზნებს

მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპაში წასვლის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ამჯერად, თბილისის „დინამოს“ აკადემიის 16 წლის თავდამსხმელის ვახტანგ სალიას მიმართ ინტერესს ლა ლიგის წარმომადგენელი სევილიის „რეალ ბეტისი“ იჩენს.

ცნობილი ესპანური გამოცემის Relovo-ს ცნობით, ანდალუსიური კლუბი საქართველოს 17-წლამდელთა გუნდის წევრს აქტიურად აკვირდება და „ბეტისის“ ახალი პროექტისთვის ახალგაზრდა ტალანტებს ეძებს, ქართველი კი მათი პირველი არჩევანია.

„კლუბის სკაუტები ვახტანგ სალიათი ინტერესდებიან, რომელიც ბეტისის ახალი პროექტის პირველი დინამიტი უნდა გახდეს. 2007 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა დინამოს პირველ გუნდში ბოლო ორ მატჩში მონაწილეობა მიიღო.

ის ამპლუით შემტევია და მას ევროპული კლუბები აქტიურად აკვირდებიან. რამონ პლეინსი, რომელიც ტალანტების მოძიებას ხელმძღვანელობს, თავის თანაშემწეებთან ერთად სალიას შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან.

ახლა კლუბი ცდილობს ბიუროკრატიული დაბრკოლებები მოაგვაროს, რაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან არასრულწლოვანი მოთამაშის გადაბირებას ეხება. ბეტისს სალიას ახლავე დარეგისტრირება სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ფეხბურთელის სრულწლოვანებამდე მოცდაა“.

- წერს ესპანური გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ვახტანგ სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, რომელმაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია ც9-ში - ავიხდენთ ოცნებას? ქართული ფეხბურთის ანალიზი
ქეცბაია ც9-ში - ავიხდენთ ოცნებას? ქართული ფეხბურთის ანალიზი