კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი
Aa
Aa

რონალდუმ ეს მეათედ შეძლო - კრიშტიანუს ბრწყინვალე სტატისტიკა

„ალ ნასრის’’ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ოხდუდთან’’ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მიმდინარე წელს მისი გოლებისა და საგოლე პასების ჯამი 60-ს გადაცდა. ერთ კალენდარულ წელში პორტუგალიელმა ფორვარდმა ასეთი შედეგი მეათედ დააფიქსირა, რაც საოცარი მაჩვენებელია.

20223 წელს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება კლუბში დაფიქსირებულ სტატისტიკას, საუდის არაბეთის ჩემპიონატში, არაბთა ჩემპიონთა თასსა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 39 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით მის ანგარიშზე 48 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

რონალდუმ ანალოგიური სტატისტიკა 2010-18 წლებში დააფიქსირა. მიმდინარე წელს ეს შედეგი მეათედ გაიმეორა, თუმცა ბოლო ხუთ წელში პირველად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები