დინამო ბათუმი ჩემპიონია | დინამო თბილისმა ქართულ კლასიკოში ქულები დაკარგა
Aa Aa
24 ნოემბერი 2023  |  21:15

დინამო ბათუმი ჩემპიონია | დინამო თბილისმა ქართულ კლასიკოში ქულები დაკარგა

„დინამო ბათუმი“ Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ჩემპიონი გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდის უშუალო მდევარი „დინამო თბილისი“ გახლდათ, რომელმაც დღეს, ქართული კლასიკო „ტორპედოსთან“ ვერ მოიგო და პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.

„დინამო ბათუმმა“ საკუთარ კედლებში „თელავი“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა და აჭარლები ირაკლი ბიძინაშვილმა დააწინაურა. 43-ე წუთზე, „დინამო ბათუმს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 54-ე წუთზე, დემჩენკოს ბიჭებმა მეორე ბურთი მაინც შეაგდეს. გიორგი ზარიამ ბრწყინვალედ იმოქმედა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლო გოლი ცოტნე ფაცაციას ანგარიშზეა, რომელმაც არანორმალური ბურთი შეაგდო და მეტოქის კარი საკუთარი ნახევრიდან აიღო.

„დინამო ბათუმის“ გამარჯვების შემთხვევაში, „დინამო თბილისს“ საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად „ტორპედოსთან“ სტუმრად 3 ქულის აღება ესაჭიროებოდა. დედაქალაქელებმა ქართული კლასიკო ცუდად ჩაატარეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში ლაშა შერგელაშვილმა გახსნა, 58-ე წუთზე კი, გიორგი არაბიძემ მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო -2:0. „დინამო თბილისმა“ ჩამორჩენა მე-80 წუთზე, მარუშიჩის გოლით შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ლუკა ლაკვეხელიანმა დააფიქსირა.

ცნობისთვის, „დინამო ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა და ეს კლუბის 100 წლის იუბილეზე მოახერხა. აჭარლები ჩემპიონობას 2 დეკემბერს აღნიშნავენ, როცა ბოლო ტურში საკუთარ კედლებში „ტორპედოს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესო ნაპოლის ველოდებით“ | რა თქვა გასპერინიმ პარტენოპეისთან მატჩზე
„საუკეთესო ნაპოლის ველოდებით“ | რა თქვა გასპერინიმ პარტენოპეისთან მატჩზე