ერთა ლიგა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ცნობილია, სად გაიმართება პლეი-ოფის ფინალი

ცოტა ხნის წინ, შვეიცაიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპის ჩეპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფების კენჭისყრა გაიმართა, სადაც ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის ჩატარების ადგილი გახდა ცნობილი.

კენჭისყრის მიხედვით, თუ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის დამარცხებას შეძლებს, ფინალურ შეხვედრასაც საკუთარ მოედანზე გამართავს, რომელშიც მეტოქე საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალი 2024 წლის 21 მარტს ჩატარდება, ფინალური მატჩი კი 26 მარტს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები