საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ლუქსემბურგის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ოფიციალურად | ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი იქნება

ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგის ეროვნული გუნდი იქნება, მეორე წყვილში კი ერთმანეთს საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებები შეხვდებიან.

საბოლოო მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, სლოვენიისა და ყაზახეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში უნდა გარკვეულიყო. თუ ყაზახები მეტოქის დამარცხებას შეძლებდნენ, ევრო 2024-ის საგზურს ავტომატურად მიიღებდნენ, ერთა ლიგაზე კი მათ ადგილს აზერბაიჯანის ნაკრები დაიკავებდა და ნახევარფინალურ შეხვედრას სწორედ ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ გავმართავდით. საბოლოოდ, ყაზახეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დამარცხდა.

ასე რომ, ნახევარფინალში ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე ლუქსემბურგი იქნება, მატჩი კი 2024 წლის 21 მარტს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში იასპარეზებს, რომელიც 26 მარტს ჩატარდება. ცნობისთვის გეტყვით, რომ ფინალური მატჩის გამართვის ადგილი 23 ნოემბერს, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ზეწოლა იქნება - კაშიამ ფლეი-ოფის მატჩებზე ისაუბრა
დიდი ზეწოლა იქნება - კაშიამ ფლეი-ოფის მატჩებზე ისაუბრა