ლა ლიგა, ფიფა
Aa
Aa

ლა ლიგამ FIFA-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ (La liga) FIFA-ს წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. La liga-ს ხელმძღვანელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სანაკრებო თამაშებისთვის შექმნილი გრაფიკით უკმაყოფილოები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ, საშემოდგომო ფანჯარა ერთით ნაკლები იქნება, თუმცა, სექტემბერში შეკრების ხანგრძლივობა 16 დღემდე გახანგრძლივდება, რაც 4 სანაკრებო მატჩს მოიცავს.

ესპანეთის საფეხბურთო ლიგაში მიიჩნევენ, რომ ასეთი ცვლილებები შიდა ლიგებს დიდ ზიანს მიაყენებს, რომლებიც სეზონის დასაწყისში მოთამაშეებს დიდი ხნით დაკარგავენ, რაც შესაძლოა, თავად ფეხბურთელებისთვის საზიანო იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები