ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კვარაცხელია: გავაკეთებთ იმას, რის გამოც ამდენი წელია ვშრომობთ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის ფლეი-ოფის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის დიდ შესაძლებლობას აძლევს.

ხვიჩა კვარაცხელია: „ვფიქრობ, იმის მიუხედავად რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, ეს შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ორ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ, გოლის გატანა ორივე მატჩში მოვახერხეთ, თავს კარგად ვიცავდით, ორივე თამაშში უფრო მეტი დავიმსახურეთ ვიდრე ტაბლოზე ასახული შედეგია. ღმერთის წყალობით იმედია მარტის ფლეი-ოფის ნახევარფინალს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად შევხვდებით და გავაკეთებთ იმას, რის გამოც ამდენი წელია ვშრომობთ''.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალი 21 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი ან აზერბაიჯანი იქნება. თუ ვილი სანიოლის გუნდი ნახევარფინალსა და ფინალს მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში ესპანეთი 21 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, შოტლანდიამ 17 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ნორვეგიელთა აქტივში 11 ქულაა, საქართველოს ნაკრებმა 8 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, კვიპროსმა ყველა შეხვედრა დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები