გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

დიდი ზეწოლა იქნება - კაშიამ ფლეი-ოფის მატჩებზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ფლეი-ოფის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის დიდ შესაძლებლობას აძლევს.

„გუნდში ისეთი განწყობა და მენტალიტეტია, ისეთი ბრძოლისუნარიანი ხასიათი გაჩნდა გუნდში, რისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ორ თამაშს წარმატებით ვითამაშებთ. ძალიან რთული თამაშებია, დიდი ზეწოლა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ფეხბურთელების. იმედია ყველა ჯანმრთელად იქნება და აუცილებლად წარმატებისთვის ვიბრძოლებთ''.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალი 21 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი ან აზერბაიჯანი იქნება. თუ ვილი სანიოლის გუნდი ნახევარფინალსა და ფინალს მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში ესპანეთი 21 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, შოტლანდიამ 17 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ნორვეგიელთა აქტივში 11 ქულაა, საქართველოს ნაკრებმა 8 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, კვიპროსმა ყველა შეხვედრა დათმო.

მსგავსი სიახლეები