ჰარი კეინი, ლოთარ მათეუსი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ლოთარ მათეუსი: „კეინისა და ბელინგემის გამო ინგლისი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტია“

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ინგლისის ნაკრების ლიდერებზე, ჰარი კეინზე და ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა. მათეუსის მიხედვით, ასეთი ფეხბურთელების წყალობით, „სამი ლომი“ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

„ბაიერნისა და დორტმუნდის თამაშს ვუყურე და ჰარი კეინი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი ტრანსფერი ბრწყინვალე გარიგება იყო არა მხოლოდ ბაიერნისთვის, არამედ ბუნდესლიგისთვის და მთლიანად გერმანიისთვის. ვფიქრობ, ინგლისელ გულშემატკივრებს პრემიერ ლიგაში კეინის თამაში ძალიან მოენატრებათ, რადგან მისი შედეგიანობა შთამბეჭდავია. მან გერმანიის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

ბელინგემს რაც შეეხება, მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობით, ცოტათი გაკვირვებული ვარ და ჯუდი ოდნავ სხვანაირად თამაშობს. დორტმუნდში მას გუნდის ლიდერის სტატუსი ჰქონდა და მის მხრებზე დიდი წნეხი იყო. მის გარეშე დორტმუნდი მხოლოდ 50 პროცენტზე თამაშობდა. რეალში ყველაფერი სხვანაირადაა. მის გარეშე, რეალი 70-80 პროცენტზე თამაშობს, რადგან ბელინგემის მსგავსი უნარების მქონე კიდევ 7-8 ფეხბურთელი ჰყავთ. ალბათ, სამეფო კლუბში თამაში უმარტივდება, რადგან თანაგუნდელთა დონე ამის საშუალებას აძლევს“.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემს მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კეინმა მონაწილეობა 16 მატჩში მიიღო და 21 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დაფარება და +21 | გოგას კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
4 დაფარება და +21 | გოგას კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ