საბა საზონოვი
Aa
Aa

„სასწავლო პერიოდი გაუგრძელდა“ | ტურინული გამოცემა საზონოვზე წერს

ტურინულმა ვებგვერდმა, Toro.it-მა „ტორინოს“ ქართველ ფეხბურთელს, საბა საზონოვს სტატია მიუძღვნა. Toro-ს ჟურნალისტი, ფაბიო გალო ახალგაზრდა მცველის გარშემო შექმნილ ვითარებაზე წერს და აცხადებს, რომ საზონოვს სასწავლო პერიოდი ძალიან გაუგრძელდა.

„ტოროში საბა საზონოვი კვლავინდებურად საიდუმლოებით მოცულ ობიექტად რჩება. 2002 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი ტორინოში ზაფხულში გადავიდა და კლუბს მისი ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდა. ვერ ვიტყვით, რომ საზონოვს შანსი საერთოდ არ მიუღია, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის სათამაშო სქემაში ვერ ჩაჯდა.

საზონოვის ტორინოში ტრანსფერის შემდეგ, ბუონჯორნომ და სხურსმა ტრავმები მიიღეს, მაგრამ ხორვატმა სპეციალისტმა მის ნაცვლად, დაცვის ხაზში ვოივოდა და ტამეზე გაამწესა. ქართველ ფეხბურთელს სწორი დამოკიდებულება აქვს და ბევრს შრომობს, მაგრამ დრო სჭირდება. მან მონაწილეობა სერია A-ს 3 შეხვედრაში მიიღო, იტალიის თასზე კი არ უთამაშია.

საზონოვის დებიუტი ლაციოსთან მატჩში შედგა, როცა ტრავმირებული ბუონჯორნო ჩაანაცვლა. მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე 63 წუთი ითამაშა და მარცხის მიუხედავად, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იყო ვერონასთან გამართული შეხვედრა, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა. საზონოვმა ძირითადში დაიწყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და 27-ე წუთზე შეცვალეს. მესამედ ინტერთან ითამაშა და მოედანზე 39 წუთი გაატარა, თუმცა, ბოლო სამ შეხვედრაში, არც თუ ისე ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ზუსტად იმ პერიოდში, როცა მას შეუძლია, ტორინოს საწვრთნელ ბაზაზე იმუშაოს და მაქსიმუმი გააკეთოს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული. ფაქტი, რომ ნაკრებში გამოიძახეს, ტექნიკურ და ტაქტიკურ დონეზე მის ინტეგრაციას აჭიანურებს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, „ტორინოს“ 16 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. „გრანატა“ მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გამარჯვებაა“ - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩზე
„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გამარჯვებაა“ - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩზე