ესპანეთის ნაკრები, ალვარო მორატა
Aa
Aa

„დე ლა ფუენტემ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა“ - მორატა საქართველოსთან მატჩამდე

ესპანეთის ნაკრების ძირითადმა ცხრიანმა ალვარო მორატამ, საქართველოსთან მატჩამდე პრესასთან ისაუბრა.

„ზედიზედ ბევრი მატჩი მოვიგეთ და ნაკრებში თავდაჯერებულობაა. მეც თავს კარგად ვგრძნობ, გოლები კლუბშიც გამაქვს.

გუნდის დახმარებას ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ.

იამალი? ის 16 წლის მოთამაშეს არ ჰგავს, უფრო 27-28 წლის არის. მის ყველა მწვრთნელს მადლობა, რომ ლამინი ასეთ ფეხბურთელად აქციეს.

დე ლა ფუენტემ გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა. მან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. მასთან მუშაობა თითოეულ ფეხბურთელს დიდ თავდაჯერებულობას მატებს.

ევროპის ჩემპიონატი? ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია. ჯერჯერობით ამაზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს კატარის მუნდიალის მსგავსი არ იქნება, რადგან შუა სეზონში არ ჩატარდება“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს შეხვედრა 23:45 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ანჩელოტისთან ვმუშაობდი, მაგრამ კვარას შესახებ არ დაურეკავს
სანიოლი: ანჩელოტისთან ვმუშაობდი, მაგრამ კვარას შესახებ არ დაურეკავს