ბევრი მტერი გყავს და დინამოდან უნდა წახვიდეო - მაჩაიძე ახალკაცთან ურთიერთობას იხსენებს
თბილისის „დინამოს'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება'' ნოდარ ახალკაცთან ურთიერთობის ის ეტაპი გაიხსენა, როცა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბიდან გაუშვეს. მაჩაიძე ოდესაში გამართულ შეხვედრას იხსენებს, როცა წითელი ბარათი გასახდელში მიიღო და მალევე, მოსკოვის „სპარტაკთან'' მარცხის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს.
„ახალკაცს ჩემი „დინამოში'' ყოფნა არ აწყობდა, მოვიდა და მითხრა, შენ მოძველებულ ფეხბურთს თამაშობო და გუნდი შენს წინააღმდეგ არისო. გუნდში უამრავი მოწინააღმდეგე მყავდა, რომლებიც ჩემს გასაშვებად ყველაფერს გააკეთებდნენ'' - იხსენებს მაჩაიძე ახალკაცთან საუბარს, რის შემდეგაც გუნდიდან გაუშვეს.
შეგახსენებთ, მანუჩარ მაჩაიძე თბილისის „დინამოში'' 1967-80 წლებში თამაშობდა. ამ წლებში „დინამომ'' ახალკაცის ხელმძღვანელობით სსრკ-ს ჩემპიონატი (1978) და სსრკ-ს თასი (1976, 1979) მოიგო.
მაჩაიძე „დინამოდან'' წასვლის შემდეგ ტაშკენტის „ფახთაქორში'' (1980), მოსკოვის „სპარტაკსა'' (1981) და ქუთაისის „ტორპედოში'' (1981-82) გამოდიოდა.