ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ 10 ფეხბურთელი | GiveMeSport-ის რჩეულთა შორის კვარაც მოხვდა

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა საინტერესო ტოპ 10 შემოგვთავაზა და 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ათეულში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მე-7 ადგილს იკავებს.

„ნაპოლიმ 1990 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო გასულ სეზონში მოიგო და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეტევის მრისხანე ხაზმა შეიტანა, რომელმაც სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის ტრიუმფში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 22 წლის შემტევი იტალიაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ დაასახელეს, სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა, ყველაზე მეტი ასისტი შეასრულა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. ევროპაში, მან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი დაისაკუთრა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გოლებისა და ასისტების უმრავლესობა ჯგუფურ ეტაპზე მიითვალა.

ქართველმა შემტევმა გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა და ახალ გათამაშებასაც ძლიერ ფორმაში შეხვდა. კვარაცხელია საგოლე გადაცემებსა და გოლებს ჩვეული სისტემატურობით იფორმებს, თუმცა ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლაში წამყვან პოზიციებს ვერ იკავებს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, Givemesport-ის რეიტინგში პირველ ადგილს ერლინგ ჰოლანდი იკავებს, მეორე ლიონელ მესია, მესამე - როდრი, მეოთხე - კევინ დე ბრუინი, მეხუთე - კილიან მბაპე, მეექვსე - ვიქტორ ოსიმენი, მეშვიდე - კვარა, მერვე - ჰარი კეინი, მეცხრე - ჯუდ ბელინგემი, მეათე - ვინისიუს ჟუნიორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში იყო - ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი ორლანდოში
სასტარტოში იყო - ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი ორლანდოში