საფეხბურთო კლუბი საბურთალო გაქურდეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო’’ გაქურდეს. შემთხვევა გლდანში, „ამერის'' ბაზაზე მოხდა, სადაც თბილისური კლუბი ვარჯიშებს მართავს.
მძარცველებმა ფეხბურთელების მაისურები და ბუცები მოიპარეს. გარდა სპორტული ეკიპირებისა, რომელიც როგორც სავარჯიშო, ასევე სათამაშო ფორმებს ეხება, გასახდელიდან ძვირადღირებული მოწყობილობები წაიღეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს ინფორმაციას ფლობს და გამოძიება მიმდინარეობს.
საქართველოს თასის ნახევარფინალში „საბურთალო'' წყალტუბოს „სამგურალს'' ხვალ დაუპირისპირდება. ძარცვის ფაქტი მატჩს არ შეეხება, თამაში დაგეგმილ დღეს შედგება.
„საბურთალო'' - „სამგურალის'' ნახევარფინალური მატჩი 7 ნოემბერსს „პეტრიაშვილზე'' გაიმართება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.