ივა გელაშვილი, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

ალვინი: გელაშვილს თამაშზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, განსხვავებული მოთამაშეა

იტალიის სერია B-ს მე-12 ტურში ივა გელაშვილის „სპეცია“ სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება. სამწუხაროდ ქართული დერბი არ შედგება.

„სპეციას“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გელაშვილი დაზიანების გამო მატჩს გამოტოვებს.

„სამწუხაროდ გელაშვილი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. მან ხუთშაბათს მატჩი პრობლემით დაასრულა.

გელაშვილი და ბერტოლა განსხვავებულები არიან. ნიკოლა უფრო ახალგაზრდაა, მას დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა სწრაფად პროგრესირებს. გელაშვილი განსხვავებულია. ის თამაშს განსხვავებულად კითხულობს. მას თამაშზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ბერტოლა ბურთთან ერთად ხშირად მოძრაობს და მისი ამოტანა შეუძლია, ჩვენ ვმუშაობთ, რომ გელაშვილმაც მსგავსად იმოქმედოს. ქართველი პერსონალურ მეურვეობაში უკეთესია, მეორე კი ბურთის ამოტანაში. ჩემი გადასაწყვეტია, რომელს ვათამაშებ. ჩემი მიზანია ორივე გავაუმჯობესო“.

„სპეცია“ სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასურველია მეცმა დღესვე წაიყვანოს“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„სასურველია მეცმა დღესვე წაიყვანოს“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე