ფაცაციას გოლი და ასისტი | დინამო ბათუმმა გაგრას მოუგო
Aa
Aa

ფაცაციას გოლი და ასისტი | დინამო ბათუმმა გაგრას მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, „დინამო ბათუმი“ საკუთარ კედლებში „გაგრას“ დაუპირისპირდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კითხვის ნიშნების დატოვების გარეშე იმარჯვა - 3:0.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. გაგრელთა შეცდომით აჭარლებმა კარგად ისარგებლეს და „დინამო ბათუმი“ პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა. პირველი ნახევარი „დინამო ბათუმმა“ 1:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი კიდევ ორი გოლი ვიხილეთ.

71-ე წუთზე, შეცვლაზე რამდენიმე წამით ადრე შესულმა ცოტნე ფაცაციამ თავი გამოიჩინა და „გაგრას“ კარი შორეული დარტყმით აიღო. 86-ე წუთზე, ჯოვინო ფლამარიონმა პენალტი გააფუჭა, თუმცა თავისივე შეცდომა რამდენიმე წამში გამოასწორა და ფაცაციას ბრწყინვალე პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „დინამო ბათუმს“ 70 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. აჭარლები უშუალო მდევარს, „დინამო თბილისს“ 12 ქულით უსწრებენ და მომდევნო შეხვედრა 11 ნოემბერს, „სამგურალთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები