კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეი შევჩენკო, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, ვირჯილ ვან დეიკი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ფრანკ რიბერი
Aa
Aa

უდიდესი ძარცვები ოქროს ბურთის ისტორიაში | მესის სამით ნაკლები ჯილდო უნდა ჰქონდეს

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ საინტერესო ტოპ 10 შემოგვთავაზა და „ოქროს ბურთის“ ისტორიაში მომხდარი უდიდესი ძარცვები დაასახელა. Four Four Two-მ დაწერა გამარჯვებულებზე, რომლებსაც „ოქროს ბურთი“ არ უნდა მიეღოთ და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მათ ნაცვლად უნდა დაეჯილდოებინათ.

Four Four Two-მ პირველ ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გაიყვანა და განაცხადა, რომ პოლონელი „ოქროს ბურთის“ მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებდა. 2020 წელს, როცა ლევანდოვსკი აშკარა ფავორიტი იყო, France Football-მა პრესტიჟული ჯილდო კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა, თუმცა, ბრიტანული ჟურნალი თვლის, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, 2021 წელს, „ოქროს ბურთი“ მისთვის მიეცათ და არა ლიონელ მესისთვის.

მეორე ადგილზე „არსენალის“ ლეგენდა, ტიერი ანრი იმყოფება. Four Four Two-ს მიხედვით, „ტიტი“ „ოქროს ბურთით“ 2003 ან 2004 წელს, პაველ ნედვედის ან ანდრეი შევჩენკოს ნაცვლად უნდა დაეჯილდოებინათ. მესამე პოზიციაზე ვესლი სნეიდერს ვხედავთ. ნიდერლანდელს პრესტიჟული ჯილდო 2010 წელს, მესის ნაცვლად უნდა მიეღო.

მეოთხე ადგილს ფრანკ რიბერი იკავებს, რომლისთვისაც „ოქროს ბურთი“ 2013 წელს, კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად უნდა გადაეცათ, მეხუთეზე კი ვირჯილ ვან დეიკია. Four Four Two-ს აზრით, 2019 წელს, „ოქროს ბურთი“ ნიდერლანდელ მცველს უნდა დაესაკუთრებინა და არა ლიონელ მესის. ბრიტანული ჟურნალის თქმით, „ლა პულგას“ სამით ნაკლები „ოქროს ბურთი“ უნდა ჰქონდეს...

6) კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი ან ანტუან გრიზმანი ლუკა მოდრიჩის ნაცვლად - 2018 წელი

7) ალფრედო დი სტეფანო სტენლი მეთიუზის ნაცვლად - 1956 წელი.

8) ოლივერ კანი ან რაული მაიკლ ოუენის ნაცვლად - 2001 წელი.

9) ფერენც პუშკაში ლუის სუარესის ნაცვლად - 1960 წელი.

10) ჯანლუიჯი ბუფონი ფაბიო კანავაროს ნაცვლად - 2006 წელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაღალი და გამხდარი ბიჭი მემალება, შენთვის მოვდივარ!“ - მერაბმა სეხუდოს მიმართა
„მაღალი და გამხდარი ბიჭი მემალება, შენთვის მოვდივარ!“ - მერაბმა სეხუდოს მიმართა