გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ “ | რა თქვა მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩის შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და ქართველი მეკარე შეხვედრის MVP-ი გახდა. „მამარდამ“ 5 სეივი შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

„ბილბაოსთან“ გამართული დაპირისპირების შემდეგ, გიორგიმ კომენტარი გააკეთა და „ვალენსიას“ გამოსვლა შეაფასა: „რთული და მძიმე თამაში იყო და ამ სტადიონზე ასპარეზობა ყოველთვის ძნელია. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო მომენტში ცოტა ძალა და კონცენტრაცია დაგვაკლდა.

მატჩის MVP არ უნდა გავმხდარიყავი. ბოლო გოლის გამო, დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ. შეხვედრის მიწურულს მიღებული ბურთი კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია, თუმცა წინსვლა და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“.

ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, კოპა დელ რეიზე გამართავენ. „მამარდას“ გუნდის მეტოქე „ლოგრონესი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“
გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“