სპეცია, ივა გელაშვილი, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

გელაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა - სპეციას მწვრთნელი ქართველზე

სერია B-ში მოთამაშე „სპეციას’’ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ივა გელაშვილი სასტარტო 11-ეულში დააბრუნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „კოზენცასთან’’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მატჩის შემდეგ ალვინიმ შეაქო.

ალვინიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაცვის ცენტრში გელაშვილმა და სერპემ ერთად პირველად ითამაშეს, თუმცა დაცვის ხაზში პრობლემები არ ყოფილა.

მასიმილიანო ალვინი: „გელაშვილმა და სერპემ „კოზენცას’’ ხარისხიანი შემტევების წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს, მეტოქეს ცოტა მომენტის შექმნის საშუალება მისცეს, თუმცა ზოგადად გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კომპაქტურად ვმოქმედებდით, მეტოქის შემტევებს სივრცეს მაქსიმალურად ვუზღუდავდით’’.

ივა გელაშვილი იტალიურ „სპეციაში’’ გასულ ზაფხულში გადავიდა. მისი დებიუტი იტალიის ჩემპიონატში მე-4 ტურში „კომოსთან’’ შედგა, თუმცა ამ მატჩში კარგად არ უთამაშია, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და მას შემდეგ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ალვინიმ მე-11 ტურში სასტარტოში დააბრუნა და ივამ თავი კარგად წარმოაჩინა, 90 წუთი შეუცვლელად იასპარეზა, დამაჯერებელი იყო.

10 ტურში „სპეციამ'' მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან ჩემპიონატში 16 ადგილზეა. ლიგურიელები მომდევნო ტურში, 5 ნოემბერს, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს