ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„50 000-ის 10 პროცენტიც არ მიუღია“ - ლიანა ჯოჯუა მალიხინის და მერაბის სანაძლეოზე

One Championship-ის მებრძოლს, ანატოლი მალიხინს მერაბ დვალიშვილისთვის წაგებული 50 000 აშშ დოლარი ჯერ კიდევ არ გადაურიცხავს. მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ვერა და ვერ მიიღო. ცოტა ხნის წინ, მალიხინმა განაცხადა, რომ მერაბს ფული ლიანა ჯოჯუას დახმარებით გადაურიცხა, მაგრამ „მგელმა“ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

„ვერ ვხვდები, ანატოლიმ რატომ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მე მოვაგვარე. როცა მერაბს ველაპარაკე, ეს პრობლემა კვლავინდებურად გადაუჭრელი გახლდათ, თუმცა, ანატოლი ამბობდა, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, დვალიშვილს თანხის 10 პროცენტიც არ მიუღია და სანაძლეო 50 000 აშშ დოლარზე იყო. ანატოლის ვუთხარი, რომ მერაბი ჩემი ახლო მეგობარია და თუ დაველაპარაკებოდი, შეიძლებოდა, მისთვის დამატებითი დრო მიეცა ან ნაკლები თანხის მიღებაზე თანხმობა ეთქვა. დვალიშვილი არაა ადამიანი, რომელიც ფულის გამო ყველაფერზე მიდის, მაგრამ ანატოლიმ განაცხადა, რომ ფული მისთვის პრობლემა არ იყო. მითხრა, რომ თანხას გადაურიცხავდა, მაგრამ ასე არ მომხდარა.

100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ წაგების შემთხვევაში, მერაბი მალიხინს თანხას მთლიანად გადაურიცხავდა. ეს რომ არ შესძლებოდა, სანაძლეოს არც დადებდა. მას საკუთარი მეგობრის სჯეროდა და მზად იყო, ფსონის სახით ასეთ დიდ თანხასაც ჩამოსულიყო. კავკასიაში გვაქვს გამოთქმა, რომ მამაკაცის ფასი მისი სიტყვაა. ულამაზოა, როცა კაცის სიტყვა არაფერს ნიშნავს და იმედია, ვითარება გამოსწორდება“, - განუცხადა ჯოჯუამ Metaratings-ს.

შეგახსენებთ, რომ მალიხინი თავს სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა და ფულის გადარიცხვას აჭიანურებდა. მისი თქმით, დვალიშვილმა საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნა და „მანქანა“ წაგებულ თანხას სწორედ ამიტომ ვერ იღებდა და მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში მესამე პირი, ლიანა ჯოჯუა გამოჩნდა, რომელმაც რუს მებრძოლს საკუთარი რეკვიზიტები გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ჩატენვა და 9 ქულა | ორლანდო პელიკანსთან დამარცხდა
გოგას ჩატენვა და 9 ქულა | ორლანდო პელიკანსთან დამარცხდა