გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რთული ექსპერიმენტის მსხვერპლია“ | Voetbal International-ის ანალიტიკოსმა მიქაუტაძე დაიცვა

ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ის ანალიტიკოსმა, სულეიმან ოზტიურკმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ოზტიურკმა „აიაქსის“ ქართველი თავდამსხმელი დაიცვა და განაცხადა, რომ იგი ჩახლართული ექსპერიმენტის მსხვერპლია.

„კარგია, გიორგი მიქაუტაძეს რომ არ ესმის ყველაფერი, რასაც მის შესახებ ამბობენ. ეს ბიჭი უნდა მიხვდეს, რომ ღია ტიპის დაწესებულებაში აღმოჩნდა და მონაწილეობს რთულ ექსპერიმენტში, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლიც თავადაა.

გასულ სეზონში, მიქაუტაძე მეცში სენსაციურად თამაშობდა და რამდენიმე ცნობილ ფრანგულ კლუბში შეეძლო გადასვლა, მაგრამ სახელი და რეპუტაცია აირჩია, რომელიც აიაქსს საერთაშორისო ასპარეზზე აქვს. გიორგიმ სვენ მისლინტატს უფლება მისცა, ეცდუნებინა და ვერ გააცნობიერა, რომ გველების ორმოში აღმოჩნდებოდა.

აიაქსში მისი უნარები პირველივე დღეს ეჭვქვეშ დააყენეს და მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ კლუბში საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონიდან გადავიდა... სექტემბრის დასაწყისში, სიტარდთან გამართული ერთი ცუდი მატჩის შემდეგ ჩამოწერეს. არადა, ბოლო 2 წელიწადში საინტერესო პროგრესი ჰქონდა და არის 22 წლის ტალანტი, რომელსაც რაღაცის გაკეთება ნამდვილად შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, ფრანგული „მეციდან“ შეუერთდა. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანი სამივე შემთხვევაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. მის „აიაქსს“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ჩატენვა და 9 ქულა | ორლანდო პელიკანსთან დამარცხდა
გოგას ჩატენვა და 9 ქულა | ორლანდო პელიკანსთან დამარცხდა