ანხელ დი მარია
Aa
Aa

დი მარია: “სანაკრებო კარიერას 2024 წელს დავასრულებ“

არგენტინის ნაკრები 2024 წლის კოპა ამერიკისთვის ემზადება, სადაც მონაწილეობას ლიონელ მესი და ანხელ დი მარიაც მიიღებენ.

„ბენფიკას“ სუპერვარსკვლავმა, არგენტინულ მედიასთან საუბრისას გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.

დი მარია:

„2024 წლის კოპა ამერიკა ჩემთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება. სანაკრებო კარიერას ამის შემდეგ დავასრულებ.“

შეგახსენებთ, რომ ანხელი „ალბისელესტეში“ 2008 წლიდან თამაშობს. 2008 წლიდან დღემდე, დი მარიამ არგენტინის ნაკრების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 134-ჯერ მოირგო, და 29 გოლი გაიტანა.

დი მარიამ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ეროვნულ ნაკრებში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: მუსიალას ლივერპულში ტრანსფერი რეალურია
BILD: მუსიალას ლივერპულში ტრანსფერი რეალურია