საბა საზონოვი
Aa
Aa

„თავდაუზოგავად შრომობს და ინტერთან მატჩს ელის“ | ტურინული გამოცემა საზონოვზე

ტურინულმა გამოცემამ, Toronews-მა „ტორინოს“ ქართველ ფეხბურთელზე, საბა საზონოვზე დაწერა. Toronews-ის მიხედვით, საზონოვი სრულად გამოჯანმრთელდა და მაღალია ალბათობა, რომ მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც მისი გუნდი „ინტერთან“ გამართავს, ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

„საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა და ინტერთან სასტარტოში გამოჩენის კანდიდატია. ტრავმა, რომლის გამოც, ვერონასთან მატჩში მოედანი დატოვა, წარსულშია დარჩენილი და ცენტრალური მცველი მზადაა, ნერაძურის წინააღმდეგ ითამაშოს. ქართველმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ ალესანდრო ბუონჯორნოზეა დამოკიდებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და თუ ინტერთან მატჩამდე ტრავმას მოიშუშებს, ტორინოს სამედიცინო შტაბი შეაფასებს პირველივე წუთიდან საასპარეზოდ მზად იქნება თუ არა. თუ ძირითად შემადგენლობაში გამოჩენის უფლება არ მისცეს, მის ადგილს საზონოვი დაიკავებს. ქართველმა ფეხბურთელმა ლაციოსთან გამართულ ცუდ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სტაბილურობის ძიებაშია.

გუნდის თავკაცი, ივან იურიჩი მის სამუშაო ეთიკას აქებს და საბას მიზანია, ყველა შანსი გამოიყენოს და წინსვლა განაგრძოს. უიღბლობის გამო, ტრავმა მიიღო, მაგრამ ახლა გამოჯანმრთელდა და ეცდება, დაამტკიცოს, რომ ტოროს მსგავს გუნდში თამაშის ღირსია. რა თქმა უნდა, რუსეთის ჩემპიონატიდან სერია A-ში ნახტომი მარტივი არაა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი თავდაუზოგავად მუშაობს და ინტერის შემტევების წინააღმდეგ თამაში კარგი გამოცდა იქნება“, - წერს Toronews-ი.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ინტერის“ დაპირისპირება 21 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. საბამ „ვერონასთან“ ფეხი იტკინა და 27-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თავდასხმა ბრიუსელში! - ბელგიისა და შვედეთის მატჩის დროს შვედი ფანები მოკლეს
თავდასხმა ბრიუსელში! - ბელგიისა და შვედეთის მატჩის დროს შვედი ფანები მოკლეს