ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: „არაფერი შეცვლილა, ვაპირებ ილიას იანვარში ვეჩხუბო“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „ვოლკმა“ მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელსაც ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, აბუ დაბიში, 21 ოქტომბერს გამართავს და ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ვაპირებ თუ არა იანვარში თოფურიასთან ჩხუბს? დიახ, დიახ, ჩემი გეგმა სწორედ ესაა. 100 პროცენტით! მახაჩევთან ბრძოლაზე გამართული მოლაპარაკებებისას მკითხეს, იანვართან დაკავშირებით რას ვაპირებდი და ვუთხარი, რომ ამაზე არ ენერვიულათ, რადგან რამდენიმე თვეში დაბრუნება გადაწყვეტილი მაქვს და ვამბობ, რომ ამას გავაკეთებ.

ჩემი მიზანი ორი საჩემპიონო ქამრის მოპოვებაა და ვაპირებ, ორივე ტიტული დავიცვა. მეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია და არაფერი გამომივა, მაგრამ სხვანაირად ვფიქრობ და ამაზე უნდა დავილაპარაკოთ. შემიძლია, ორ საჩემპიონო ქამარს ვფლობდე და ორივე წონით დივიზიონში აქტიური ვიყო. ვნახოთ, რა მოხდება და ჩემი გეგმა იანვარში თოფურიასთან ჩხუბია“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და ბრაზილიელი „ვოლკმა“ ჩაანაცვლა. ეს ამ მებრძოლების მეორე დაპირისპირებაა და პირველი რუსმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში მას არასწორად იყენებენ“ - ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„აიაქსში მას არასწორად იყენებენ“ - ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე