„აიაქსში მას არასწორად იყენებენ“ - ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძის თამაში ცნობილ ნიდერლანდურ იუთუბარხზე, TITLE BATTLE-ზე განიხილეს.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ტივარ მაინდერტი აღნიშნავს, რომ „აიაქსი“ ქართველი ფეხბურთელის უნარებს არასწორად იყენებს.
„აიაქსში მას ბევრი არ უთამაშია, სანაკრებო პაუზიდან კი ბრწყინვალე შედეგით დაბრუნდა. მან ორ საერთაშორისო მატჩში აჩვენა, რომ თავისი უნარები არ დაქვეითებულა და გოლის გატანა ახსოვს. შესაძლოა, მას „აიაქსი“ არასწორად იყენებს. ამბობს, რომ თავის პოზიციაზე არ ათამაშებენ და ასეცაა. ტაილანდთან მან 4 გოლი გაიტანა, კვიპროსთან კი პენალტი გამოიყენა“, - ამბობს მაინდერტი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ფრანგული „მეციდან“ შეუერთდა, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანი სამივე შემთხვევაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.