რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით“ - სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში ნიდერლანდებთან მარცხის (0:3) შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე: "ნებისმიერი მარცხი მტკივნეულია. თამაში ეპიზოდებად იყო დაყოფილი. პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. შემდეგ კი მივიღეთ  გოლები ,რომელმაც შეცვალა თამაშის ბედი. ბევრი მომზადების მიუხედავად სამწუხაროა, რომ გოლები სტანდარტულებიდან გავუშვით. ძალიან კარგს გუნდს ვეთამაშეთ და მიუხედავად ამისა ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. აღსანიშნავია,რომ ფეხბურთელების 90 პროცენტმა ასეთი დონის მატჩში მონაწილეობა პირველად მიიღო. ნებისმიერ თამაშსს ოპტიმიზმით ვუყურებთ. შვედეთის მატჩი სატურნირო ცხრილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით რომ შემდეგი მატჩი დადებითი შედეგით დავასრულოთ."

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს. მატჩი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები