ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

ზურიკოს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება | ვინ ჩაიბარებს ბორდოს?

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. „ლავალთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ჟირონდელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და დავიდ გუიონი, რომელიც გუნდში 2022 წლის თებერვლიდან მუშაობდა, გაათავისუფლეს.

ესპანური გამოცემის, Relevo-ს ინფორმაციით, „ბორდომ“ გუიონის შემცვლელი უკვე შეარჩია და ალბერტ რიერასთან თანამშრომლობის დაწყებას აპირებს. რიერა 41 წლის სპეციალისტია, „ბორდოში“ თამაშის გამოცდილება აქვს და ამჟამად, სლოვენიური „ცელიეს“ თავკაცის პოსტს იკავებს.

გასულ სეზონში, იგი „ოლიმპია ლუბლიანაში“ მუშაობდა და დიდ წარმატებას მიაღწია. რიერამ გუნდთან ერთად დუბლი მოიგო (ჩემპიონატი და თასი) და წლის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად დაასახელეს, თუმცა „ოლიმპიამ“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ესპანელმა სპეციალისტმა შედეგი „ცელიეშიც“ დადო. უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მისმა გუნდმა პორტუგალიური „გიმარაეში“ დაამარცხა, შემდეგ „ნემანს“ მოუგო, პლეიოფში კი თელ ავივის „მაკაბისთან“ წააგო.

ცნობისთვის, „ბორდოს“ საფრანგეთის ლიგა 2-ში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ჟირონდელთა ანგარიშზე 11 ქულაა. „ბორდო“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ლავალს“ 14 ქულით ჩამორჩება. ზურიკოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 21 ოქტომბერს ელის და სტუმრად მესამეადგილოსან „ანჟერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sports: თუ გარსია წავა, დე ლაურენტისის პრიორიტეტი კონტე იქნება
Sky Sports: თუ გარსია წავა, დე ლაურენტისის პრიორიტეტი კონტე იქნება