ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯანკარლო ანტონიონი
Aa
Aa

არტისტებს შოუს დადგმისთვის თავისუფლება სჭირდებათ - ანტონიონი კვარასა და ოსიმენზე

„ფიორენტინას’’ ლეგენდამ ჯანკარლო ანტონიონიმ „ნაპოლის’’ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვარაცხელიასა და ოსიმენს თავისუფლება სჭირდებათ, რომ შოუ დადგან. ანტონიონი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ წარსულში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს დაცვაში ჩამოსვლა არ უწევდათ, თუმცა დღეს ვითარება შეიცვალა. ანტონიონი ასევე აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი’’ „ რეალთან’’ მარცხს არ იმსახურებდა.

ანტონიონი „ფიორენტინას'' ლეგენდა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

კვარაცხელიასა და ოსიმენზე:„გეთანხმები, სერია ა-ში ცოტა ვარსკვლავია. კვარაცხელია და ოსიმენი ვარსკვლავები არიან.  ჩემი ფეხბურთელობის დროს წარმოუდგენელი იყო, რომ შემტევებს, როგორებიც ზიკო, პლატინი, მარადონა და სხვები იყვნენ, დაცვაში ეთამაშათ. მაგრამ დღევანდელი ვარსკვლავებისთვის ეს უჩვეულო არაა. ბურთის არტისტებს თავისუფლება სჭირდებათ, რომ ის შოუ დადგან, რაც ჩვენ გვსურს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დაცვაში თამაშს თხოვენ''.

„ნაპოლი'' - „ფიორენტინას'' მატჩზე:„ნაპოლისგან’’ გაბრაზებას ველი, რადგან „რეალთან’’ მარცხი არ დაუმსახურებიათ. „ნაპოლიმ’’ „რეალთან’’ თამაში არ ჩაკეტა, სიმამაცით ითამაშა, ფოკუსირებული იყო საუკეთესო იარაღების გამოყენებასა და კვარა-ოსიმენის სათამაშო ხარისხზე. გარდა ამისა, მოედნის სხვა მხარეს რამდენიმე ექსტრაორდინალური ფეხბურთი ჰყავს, ვგულიხმობ დაცვის ხაზს, განსხვავებას ყოველთვის ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ქმნიან.

„ფიორენტინას’’, მისი იტალიური სათამაშო სტილის გამო, მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. „ვიოლამ’’ ბალანსი სწრაფად უნდა იპოვოს, რომ „ნაპოლის’’ იარაღები, კვარაცხელია და ოსიმენი გაანეიტრალოს. „ფიორენტინა’’, მისი DNA-ს გამო, ისეთი გუნდია, რომელსაც გარისკვა უყვარს''.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში „ნაპოლი'' „მარადონაზე'' „ნაპოლისთან'' 2:3 დამარცხდა. სერია ა-ს მე-8 ტურში „ნაპოლი'' „ფიორენტინას'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები