ნიუკასლი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

მარტივი გამარჯვება - ნიუკასლმა პარი სენ ჟერმენს მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. „ნიუკასლმა“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უფრო მეტ მომენტს მასპინძლები ქმნიდნენ, ხოლო ბურთის ფლობა სტუმართა მხარეს იყო.

ანგარიში მე-17 წუთზე ალმირონმა გახსნა, რასაც 39-ე წუთზე ბარნის გოლი მოყვა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში ენრიკეს შეგირდები შედარებით აქტიურად გამოვიდნენ, მაგრამ 50-ე წუთზე სხვაობა სამამდე გაიზარდა. თავი ლონგსტაფმა გამოიჩინა. ზუსტად 6 წუთში ერნანდესმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფაბიან შერმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ მიმდინარე სეზონამდე, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 20 წლის წინ თამაშობდა. ასევე გეტყვით, სატურნირო ცხრილში ინგლისელები 4 ქულით გალიდერდნენ. მეორე პოზიციას 3 ქულით ფრანგები იკავებენ. მესამე ადგილზე 2 ქულით „მილანი“ მოგვევლინა, ხოლო ბოლო საფეხურზე 1 ქულით „დორტმუნდია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - აზაროვმა ანტვერპენთან მაღალი შეფასება დაიმსახურა
Sofascore - აზაროვმა ანტვერპენთან მაღალი შეფასება დაიმსახურა