დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, ანტვერპენი
Aa
Aa

Sofascore - აზაროვმა ანტვერპენთან მაღალი შეფასება დაიმსახურა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დონეცკის „შახტარი“ „ანტვერპენს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ირაკლი აზაროვი, რომელსაც ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი შეფასება დაუწერა.

„ჯვაროსნების“ უკანახაზელმა 7.1 ქულა დაიმსახურა, რაც მის გუნდში რიგით მესამე ყველაზე მაღალი შედეგია. ირაკლიზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ნაზარინას და რაკიტსკის ჰქონდათ. სამწუხაროდ, გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, უკრაინულ გუნდს სატურნირო ცხრილში 3 ქულა დაუგროვდა და მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩა. შემდეგ ტურში, „შახტარი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი აგენტი: “ხვიჩა ლავეციზე ნაკლები ფეხბურთელია“
იტალიელი აგენტი: “ხვიჩა ლავეციზე ნაკლები ფეხბურთელია“