ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. როგორც ყოველთვის, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა მისი მრავალი მცდელობის მიუხედავად, რუდი გარსიას გუნდმა 1 ქულაც ვერ აიღო.

თამაშის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა „პარტენოპეის“ ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

მერეტი(6.2), დი ლორენცო(6.8), ნათანი(7.5), ოსტიგორი(7.9), ოლივეირა(6.8), ანგისა(6.4), ლობოტკა(6.8), ზიელინსკი(7.3), პოლიტანო(7.3), ოსიმენი(6.3), კვარაცხელია(7.2), ელმასი(6.6), რასპადორი(6.4).

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ 3 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში „ბრაგასთან“ მე-2/მე-3 ადგილს იყოფს. შემდეგ ტურში, „პარტენოპეი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი“ პორტუგალიაში გაფრინდება და „ბრაგას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარის სადებიუტო გოლი - ალ ჰილალმა მაზანდარი დაამარცხა
ნეიმარის სადებიუტო გოლი - ალ ჰილალმა მაზანდარი დაამარცხა