ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | ლუკა გაგნიძემ ხვიჩაზე ისაუბრა

„დინამო მოსკოვის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გაგნიძემ Матч ТВ-ს ინტერვიუ მისცა და „ნაპოლის“ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გაგნიძემ თანამემამულე შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს, „კვარა“ „ოქროს ბურთის“ პრესტიჟულ ჯილდოს დაისაკუთრებს.

„მე და ხვიჩა ახლო მეგობრები ვართ. ამ მომენტისთვის, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის მაღალ კლასში ეჭვი არ გვეპარება. შეძლებს ხვიჩა ოქროს ბურთის მოგებას? ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ჩემი აზრით, ახლა ოქროს ბურთზე არ ფიქრობს. იმედი მაქვს, კარიერაში ამ ჯილდოს მოიგებს და ეს მხოლოდ ერთხელ არ მოხდება.

ვარ თუ არა კმაყოფილი სათამაშო დროით, რომელსაც გუნდში ვიღებ? როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ, საჭიროა, მოედანზე რაც შეიძლება, მეტი დრო გაატარო. საკუთარ შანსს ველოდები და იმედი მაქვს, მას გამოვიყენებ. რუსეთში თავს კომფორტულად ვგრძნობ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ და მოსკოვი მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, გაგნიძეს მონაწილეობა 4 შეხვედრაში აქვს მიღებული, თასზე კი 3-ჯერ ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე ჯამში 304 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი სატიტულო ბრძოლას იმსახურებს, მაგრამ...“ - კორმიე ომალის მომდევნო მეტოქეზე
„მერაბი სატიტულო ბრძოლას იმსახურებს, მაგრამ...“ - კორმიე ომალის მომდევნო მეტოქეზე