ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ელემენტი ცარიელია“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 გაიმარჯვა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და რუდი გარსიამ 66-ე წუთზე, ელიფ ელმასით შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იტალიურმა სააგენტოებმა მისი თამაში ასე შეაფასეს:

Corriere.it – 5.5 ქულა: დი ლორენცოს გოლი მისი აქტიურობისგან გავიდა, პოზიტიური ამბავი კი აქ მთავრდება. ჩართვა სცადა, მაგრამ ელემენტი ცარიელია.

Tuttomercatoweb.com – 5 ქულა: მორიგი მატჩი უგოლოდ. სწორ თამაშს ეძებს, რომელიც ჯერჯერობით არ მოდის. გოლის გატანაზე მეტად მას სიმშვიდე აკლია, სურს იყოს გადამწყვეტი, თამაშს კი არათანმიმდევრულობის გამო ამთავრებს.

Eurosport.it – 6.5 ქულა: შარშანდელი „კვარადონას“ მეტსახელს ვერ აგრძელებს, მაგრამ მარცხნიდან ყოველთვის იგრძნობა საფრთხე. ოსიმენს და კამპანიას საჯარიმოში რამდენიმე შესანიშნავი ბურთი ჩაუგდო.

Calciomercato.com – 5.5 ქულა: რაღაც იდეებს ეძებდა, რომელიც ზოგ შემთხვევაში ამართლებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ გოლი აკლია და ეს თავადაც აწუხებს.

Calcionapoli24.it – 5.5 ქულა: ოსიმენს თავზე ბურთი დიდებულად ჩაუწოდა, მაგრამ პირველ 26 წუთში ორ ცდაზე 0 პასი ჰქონდა. 32-ე წუთზე დრო დაკარგა და ოსიმენს პასი დაუგვიანა, მაგრამ მონაწილეობა მიიღო გოლისკენ მიმავალ მოქმედებაში. მეორე ტაიმის დასაწყისში ფლანგზე თავისუფალი ოლივეირა, ამ უკანასკნელს კი უკეთ მოქმედება მართებდა.

Tuttonapoli.net – 5.5 ქულა: მორიგი იმედგაცრუება. თავისი დონის ჩვენებას პირველ ტაიმში, რამდენიმე ეპიზოდში ცდილობდა. პირველი ტაიმის მიწურულს მის მიერ შექმნილ აურზაურს ჯერ თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, შემდეგ იყო პასი ოსიმენზე, რომელმაც დი ლორენცოს გაატანინა. მეორე ნახევარში საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი მოქმედება აიღო, კარისკენაც დაარტყა, მაგრამ მალევე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჯერჯერობით მხოლოდ 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი 24 სექტემბერს, სერია A-ს მე-5 ტურში სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ
“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ