დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, პორტუ, პატრიკ ვან ლეუვენი
Aa
Aa

შახტარის მწვრთნელი ქართველებზე: „მათი დიდი იმედი მაქვს“

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დონეცკის „შახტარი“ საკუთარ მოედანზე „პორტუს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვან ლეუვენმა პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტს ჟურნალისტებმა გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის შესახებაც ჰკითხეს.

რა თქვა ვან ლეუვენმა:

ჯგუფში, ყველა მეტოქე ყურადღებით შევისწავლეთ, მათ შორის „პორტუც“. ამ გუნდს ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რადგან ახალგაზრდების განვითარებასთან და პირველ გუნდში დაწინაურებასთან დაკავშირებით ზუსტად იგივე იდეები ჰქონდათ, როგორიც მე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლუბში მყავდა მეგობრები, რომლებიც ამ კლუბში მუშაობდნენ და არიან ისეთებიც, რომლებიც ახლაც მუშაობენ. მათთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება. საბოლოოდ ვიტყვი, რომ „პორტუ“ არის კლუბი, რომელსაც დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ და ყველა ეპიზოდი დეტალურად გავშიფროთ.

აზაროვი და გოჩოლეიშვილი? ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მათ სეზონის დასაწყისიდან ვიცნობ და მათთან მუშაობა სასიამოვნოა. დიახ, მათ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ მათ არ უთამაშიათ ბოლო პერიოდში საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში. გუნდიდან უკრაინის ნაკრებშიც ბევრი ფეხბურთელი იყო წასული. ჩვენ ყველაზე ვზრუნავთ, მათზე კი სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ.

შეგახსენებთ, რომ „შახტარისა“ და „პორტუს“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე ძალიან ცუდად შემოვიდა“ - ელ აჰმადიმ აიაქსის ფეხბურთელები გააკრიტია
„მიქაუტაძე ძალიან ცუდად შემოვიდა“ - ელ აჰმადიმ აიაქსის ფეხბურთელები გააკრიტია