აგენტი: ვერატი „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს
Aa
Aa

აგენტი: ვერატი „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს

მარკო ვერატის აგენტმა, დონატო დი კამპლიმ დაადასტურა, რომ მისი კლინტით „ბარსელონას“ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტონი ფრეიხა დაინტერესდა. მან ამავდროულად უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს ვერატისთან მოლაპარაკებებს მადრიდის „რეალი“ აწარმოებდა.

„ტონი ფრეიხას არ შევხვედრილვარ. მას მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ვერატი „პარი სენ ჟერმენში“ ბედნიერია და კლუბთან კონტრაქტი კიდევ დიდი ხნით აკავშირებს. ფრეიხა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეს და არა ჩვენ. რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელობიდან არავინ შეგვხმიანებია“ - განაცხადა დონატო დი კამპლიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები